რეზონანსი
03.05.2024

თა­თია შა­რან­გია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გარ­შე­მო აგო­რე­ბუ­ლი ბუ­ლინ­გი არას­წო­რია. ჟურ­ნა­ლის­ტის აზ­რით, მან უკვე და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია და აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, რომ ყო­ველ­დღე რა­დი­კა­ლუ­რი სტა­ტუ­სე­ბი წე­როს.

„ჩემი აზ­რით, არას­წო­რია ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ აგო­რე­ბუ­ლი ბუ­ლინ­გი. 23 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის მი­მართ, რო­მელ­მაც მრა­ვალ­ჯერ გვა­სა­ხე­ლა ქარ­თვე­ლე­ბი და ასეც გა­აგ­რძე­ლებს. მან და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია და არ მგო­ნია აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყო­ველ­დღე რა­დი­კა­ლუ­რი სტა­ტუ­სე­ბი წე­როს. ის მე­ტად ევ­რო­პე­ლია, ვიდ­რე ბევ­რი "კლა­ვი­ა­ტუ­რის ლომი".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მას შემ­დეგ, რაც „კა­ნო­ნი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტში დაბ­რუნ­და, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მარ­თავს. ისი­ნი ასე­ვე მო­უ­წო­დე­ბენ ცნო­ბილ სა­ხე­ებს, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რონ ამ ბრძო­ლა­ში. ორი კვი­რის წინ, არა­ერ­თმა სპორ­ტსმენ­მა და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია, მათ შო­რის იყო ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აც, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც პრო­ცე­სი ჩიხ­ში შე­ვი­და და კვა­რა­ცხე­ლი­ას მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე არა­ფე­რი და­უ­წე­რია, გან­სხვა­ვე­ბით რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გა სპორ­ტსმე­ნის­გან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×