რეზონანსი
20.05.2024

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ მომარაგებისა და ძალების ასეთი შეფარდების პირობებში, უკრაინა წლის ბოლომდე ხარკოვს დაკარგავს, შემდეგი წლის შუალედში კი - ოდესას.

„ჩემს უკრაინელ მეგობრებს ვთხოვ ყურებზე ხელი აიფაროთ. ჩემს თავს უფლებას მივცემ ამ ყველაფერზე ვისაუბრო. თქვენთან ბოდიში. ბატონებო, თქვენ ფაქტობრივად უკრაინაში ომი წააგეთ. ჩვენ წავაგეთ ეს ომი. უკრაინის მშპ ომამდე 160 მილიარდი დოლარი იყო, რუსეთის - 2,2 ტრილიონი. გერმანიის 4.1 ტრილიონი, ხოლო ევროკავშირის 17 ტრილიონი. პუტინი ომისთვის 120 მილიარდს ხარჯავს წელიწადში. ამასთანავე, მაგალითად, ყველაზე გავრცელებული 152-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის 500 დოლარი ღირს. გამოდის რომ ის მშპ-ის დაახლოებით 5.4 პროცენტს ხარჯავს ომზე. უკრაინაში ომის 2 წლის მანძილზე ევროკავშირის დახმარება შეადგენს 88 მილიარდ დოლარს, ანუ მშპ-ს 0.25%-ს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, როცა 155-მილიმეტრიანი ჭურვის ფასი 5000-დან 8000 დოლარამდე ფარგლებშია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკული დახმარების გათვალისწინებით ომის რეალური ხარჯის შეფარდება საუკეთესო შემთხვევაში 2.5-ია ერთთან, პუტინის სასარგებლოდ. ამ წელს კი, ამერიკელების დახმარების გარეშე ოთხი ერთთან. არ არის გასაკვირი, რომ თუკი ომის დასაწყისში უკრაინისა და რუსეთის მოსახლეობის შეფარდება 40 მილიონი იყო 142-თან, ანუ, 3.5 ერთთან, დღეის მდგომარეობით არის შვიდი ერთთან. როგორ წარმოგიდგენიათ რომ მათ ბრძოლა გააგრძელონ? 

მომარაგებისა და ძალების ასეთი შეფარდების პირობებში უკრაინა წლის ბოლომდე ხარკოვს დაკარგავს, შემდეგი წლის შუალედში კი - ოდესას. 2025 წლის ბოლოსთვის ძალთა თანაფარდობა იქნება 10, ან 12 ერთის წინააღმდეგ. 2026 წლის შუალედის დასაწყისისთვის უკრაინა შეძლებს მხოლოდ პარტიზანული ომის გაგრძელებას. ლვოვის შენარჩუნება მაშინ მოხერხდება, თუ იქ შევლენ ნატოს ჯარები პოლონეთის სახით და ეს ყველაფერი არის საუკეთესო სცენარი. ამასთან, არავინ განახორციელებს თავდასხმას დიდ ქალაქებზე, რადგან მომარაგების გარეშე საფრთხეს არ წარმოადგენენ. 

კარგი, მაშინ რატომაც არ უნდა ვუღალატოთ უკრაინას? იქნებ პუტინი მას დაიპყრობს და დაწყნარდება? იქნებ, შევძლოთ ვევაჭროთ მას და დავუბრუნოთ რამდენიმე ოლქი, რამდენიმე რეგიონი? იქნებ კიევიც კი? შეიძლება, მაგრამ მაშინ გულახდილად უნდა ვუთხრათ უკრაინელ ხალხს, რომ უნდა შეწყვიტოთ ეს უაზრო წინააღმდეგობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ პოლონეთის საზღვართან იდგება რუსულ-უკრაინული გაერთიანებული ჯარი“, - განაცხადა მიხაილ ხოდორკოვსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×