რეზონანსი
19.06.2024

18 ივ­ნისს, გერ­მა­ნი­ა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი გა­მარ­თა. ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 3-1 დას­რულ­და.

მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­ღა­ვა­თო ბრძო­ლა იყო. ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თავ­და­დე­ბა და თავ­გან­წი­რუ­ლი თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს უიღ­ბლო­ბაც და­ე­მა­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის ბოლო წუ­თე­ბი იყო, როცა ჩვენ­მა გუნ­დმა შტურ­მი მო­ა­წყო მე­ტო­ქის კარ­თან, თუმ­ცა გოლი არ გა­სუ­ლა. სას­წა­უ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ფეხ­ბურ­თის უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მატჩს. აშ­კა­რაა, რომ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის თავ­და­დე­ბამ გულ­გრი­ლი არა­ვინ და­ტო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის თა­მა­ში­დან, სტა­დი­ონ­ზე მყო­ფი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის არა­ერ­თი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფოტო გავ­რცელ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც ერთი ფო­ტოა, რო­მელ­ზეც თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სექ­ტორ­ში, ერთი ქარ­თვე­ლის მიერ აფ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ჩანს.

მე­ო­რე დღეა, რაც უც­ნობ მა­მა­კაცს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამ­ბე­და­ო­ბას უქე­ბენ, წე­რენ, რომ უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვი­სი "დიდ­გო­რი მო­ი­გო". ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იმა­საც კი­თხუ­ლობს, თუ რო­გორ გა­და­ურ­ჩა თურქ გულ­შე­მატ­კივ­რებს.

რო­გორც გაირკვა, დრო­ში­ა­ნი მა­მა­კა­ცი თენ­გო ჯა­ნა­ში­აა. ის მატჩზე და­სას­წრე­ბად, მე­უღ­ლეს­თან ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნი­ას­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვი­და.

„არ ინერ­ვი­უ­ლოთ, კარ­გად ვართ", - წერს ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მე­უღ­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

დარ­ჯა­ნია-ჯა­ნა­ში­ას ოჯა­ხი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, უფ­რო­სი ვაჟი, გი­ორ­გი დარ­ჯა­ნია "კო­მა­რო­ვე­ლია" და ახლა გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობს. ოჯა­ხი მე­დი­ას­თან სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა მოგ­ვიყ­ვა, თენ­გო ჯა­ნა­შია და ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნია უმ­ცროს შვილ­თან ერ­თად, გერ­მა­ნი­ა­ში ფეხ­ბურ­თის მატჩზე და­სას­წრე­ბად და უფ­რო­სი ვა­ჟის სა­ნა­ხა­ვად ჩა­ვიდ­ნენ. ად­გილ­ზე გი­ორ­გიც შე­უ­ერ­თდათ და ოჯა­ხი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის სექ­ტორ­ში აღ­მოჩ­ნდა.

ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რად ოჯა­ხის მი­მართ თურ­ქი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი აღ­მოჩ­ნდა და რომ ნა­ხეს უმ­ცი­რე­სო­ბა­ში იყ­ვნენ, მათ­თან ერ­თად ფო­ტო­ებ­საც კი იღებ­დნენ.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×