რეზონანსი
20.06.2024

კორპორაცია „როსატომმა" და ვიეტნამის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ ვიეტნამის ტერიტორიაზე ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის" გენერალური დირექტორი ალექსეი ევგენიევიჩ ლიხაჩოვი და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრ ჰუინ ტანჰ დატი ცვლიან მემორანდუმს ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობის პროექტის განხორციელების გრაფიკის შესახებ", - განაცხადეს დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე.

მემორანდუმი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. პუტინი უკვე შეხვდა ვიეტნამელ კოლეგას, ტო ლამს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×