ელზა პაპოშვილი
22.06.2024

ვარკეთილში ცემით მოკლული 19 წლის შაკო ისაევის საქმეზე „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ბიჭს და მის ძმას, ღამის 2 საათზე თანაუბნელები გაუსწორდნენ. ადგილობრივები და მოკლული ბიჭის ახლობლები ყვებიან, რომ დაპირისპირების მოტივი ე.წ. ქუჩური გარჩევა გახდა. მათი ინფორმაციით, 19 წლის ბიჭს, ე.წ. უბნის მაყურებლის მოთხოვნით სცემეს. როგორც ახლობლები ყვებიან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრეც მიაყენეს. 

საბედისწერო ინციდენტის ღამეს, ბიჭი ძმასთან ერთად უბნელებთან დასალაპარაკებლად ჩავიდა, თუმცა მას უმოწყალოდ გაუსწორდნენ. შემთხვევის ადგილზე კამერები არ არის დამონტაჟებული და საქმის ერთადერთი ოქროს მოწმე გარდაცვლილი ბიჭის ძმაა, რომელსაც გაუმართლა და გადარჩა. 

თავად შაკო ისაევი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გადაიყავნეს და მის გადარჩენას ექიმები ერთი კვირის განმავლობაში ციდლობდნენ, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი 21 ივნისს გარდაიცვალა. საქმეზე 3 პირია დაკავებული, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ჩხუბში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა და დაკავებულთა წრე უნდა გაფართოვდეს. უფრო მეტიც, ის პირი, რომელიც უშუალოდ ამ საქმის მთავარი ფიგურანტია, გაქცეულია და მისი დაკავება არ მომხდარა. 

„ძალიან ამაყი ბავშვი იყო და შეურაცხყოფას არავის აპატიებდა. როგორც ვიცით, ამ საშინელი ანგარიშსწორების მიზეზი მანამდე დაწყებული კონფლიქტი გახდა. ბავშვს ე.წ. ქუჩის მაყურებლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ კი ის ცდილობდა მათთან სიტუაციის გარკვევას. ძმასთან ერთად დაბლა დასალაპარაკებლად ჩავიდა.  

„ორ ბავშვს დაუნდობლად გაუსწორდნენ. შაკო კი განსაკუთრებით გაიმეტეს. ტანზე არ ჰქონდა დაზიანებები, სულ თავში ურტყიათ, რამაც მძიმე დაზიანებები გამოიწვია. ძმას გაუმართლა, ისიც ნაცემია, მაგრამ სიცოცხლისთვის არ არის საშიში. როგორ უნდა გაემეტებინათ ასე ბავშვი, ვერც კი წარმოგვიდგენია. თანაც რისთვის, რაღაც ქუჩური გარჩევისთვის და იმისთვის, რომ თურმე ბავშვი ვიღაც ე.წ. ქუჩის მაყურებელს უნდა დამორჩილებოდა“, - ყვება „რეზონანსთან“ მოკლული ბიჭის ახლობელი. 

3 დაკავებულს, რომლებსაც უკვე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდათ, საგამოძებო უწყებამ ბარალი დაუმძიმდა, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ 19 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. სამივე მათგანს ახლა ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. დაკავებულებს 14 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ და ადვოკატებსაც მედიასთან კომუნიკაციის უფლებას არ აძლევენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×