რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა მჟავანაძის ცეკვის ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა მაყურებელმა სპექტაკლ „ქალების“ დროს გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი 2019 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია, მას შემდეგ, რაც მსახიობ ეკა მჟავანაძის გმირის ცეკვის ვიდეო გავრცელდა, სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია. იყო კრიტიკული კომენტარებიც.
„მე რომ ვნახე პირველად, ჯერ ერთი, ცუდად გადაღებულია. კამერა ძალიან მგრძნობიარეა და ყველა დეტალს ადიდებს, წონა გემატება... ჭარბი წონა მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ცეკვის შინაარსი და ამოცანა ეგ იყო, რომ ამ ჩემს ჭარბ წონას დავცინოდი ასეთი მოძრაობებით. ეს იყო ჩემი მიზანი, იმ სცენის დროს.
თან სპექტაკლში კლასელები არიან, სვამენ, ერთობიან, ყველაფერზე ლაპარაკობენ გახსნილად, მაიმუნობენ და ერთ-ერთი ეს პატარა მონაკვეთი დადეს. ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას - არა.
რომ გითხრათ, რომ მესიამოვნა, ვერ გეტყვით. არ მესიამოვნა ნამდვილად. ჯერ თვითონ ვიდეო არ მესიამოვნა, არასწორად გადაღებული ქვევიდან. ცოტა გავღიზიანდი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. მერე რომ აღარ დამთავრდა და არასასიამოვნო კომენტარები დაიწერა, ცოტა გულზე მოსახვედრია.
თავიდან არ განმიცდია, მერე ცოტა რაღაც გული მეტკინა. მერე მეგობრებმა დამირეკეს, აღარ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ აღარ დამთავრდა და არ მთავრდება კიდევ. რა ვქნა ახლა, თავს ვერ მოვიკლავ, რა ვქნა. ჩემი პროფესიაა“, - განაცხადა მსახიობმა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე