რეზონანსი
21.06.2024

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ", - დაწერა მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ში.

მისი თქმით, მოლდოვას რესპუბლიკამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა.

„ამგვარად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან ორი წლის შემდეგ, 25 ივნისს გაიმართება მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას აღნიშნავს. ქვეყნის მოდერნიზაციის ძალისხმევის უკან სამთავრობო ინსტიტუტების ათასობით ადამიანი დგას და თითოეული მათგანის მუშაობას გადამწყვეტი გავლენა აქვს ჩვენი ქვეყნის მიზნის მიღწევაზე - მოამზადოს ქვეყანა 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის," - განაცხადა სანდუმ ევროპასთან ინტეგრაციის ეროვნული კომისიის შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე შეათანხმეს მოლაპარაკების ზოგადი პოზიცია, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს. ამასთან, ევროკავშირთან მთავარ მომლაპარაკებლად ევროინტეგრაციის საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერი, კრისტინა გერასიმოვი დაინიშნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×