რეზონანსი
24.06.2024

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდაში, ზღვაში 17 წლის ზუგდიდელი ბიჭი დაიხრჩო. როგორც megatv წერს, გარდაცვლილი ლუკა ქირიაა.

მოზარდი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ზუგდიდიდანაა და სოფელ ინგირში ცხოვრობს. მას დედა ჰყავს დევნილი ოკუპირებულ სოფელ ბარღებიდან და სტუმრად სწორედ იქ, ბაბუასთან იმყოფებოდა.

მოზარდის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ ზღვამ გამორიყა.

“ლუკა, როგორ მინდა სიზმარი იყოს. რატომ გაგვწირე, ღმერთო ასეე როგორ ვისაბრო შენზე ლუკა, წარსულში, როგორ? დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ჩემო უბოროტო ბიჭო, აწი ვინ შემომხვდება სახლში მისულს ღიმილიანად და მოსიყვარულედ.“

“ეს რა გაგვიკეთე ლუკა, რატომ?! ვერ ვიჯერებ, როგორ მენანები. გული მეწვის, მოუშუშებელი ტკივილი ხარ. უფალს ებარებოდეს შენი სული. ჩემი ანგელოზი ხარ ლუკა, ჩემი ლუკა… მხოლოდ ტკბილი მოგონებები დამრჩა შენგან" – წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×