რეზონანსი
20.06.2024

დღეიდან, ლიბერთის „ტოპ|ქარდის“ მომხმარებლებისთვის „ელიტ ელექტრონიქსის“ ტექნიკის მაღაზიათა ქსელში აქცია დაიწყო. ერთობლივი აქციის ფარგლებში, 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, „ტოპ|ქარდით“ „ელიტ ელექტრონიქსში“ ნებისმიერი ტიპის პროდუქციის შეძენისას, შესაძლებელი იქნება გადახდილი თანხის 12 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%) გადანაწილება - შეძენილი ნივთის საფასურს არ დაემატება გადასახადი. 

12 თვეზე უპროცენტო გადანაწილების შეთავაზება ვრცელდება როგორც „ელიტ ელექტრონიქსის“ ფილიალებში, ასევე „ტოპ|ქარდით“ ონლაინ შეძენისას www.ee.ge -ზე. 

აქციით სარგებლობა შეუძლია როგორც „ტოპ|ქარდის“ არსებულ მომხმარებელს, ასევე მათ, ვინც აქციის პერიოდში აიღებს ბარათს - მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ „ტოპ|ქარდით“, მისი აღება შეუძლიათ როგორც ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, ასევე ‘ელიტ ელექტრონიქსში’ - ლიბერთის განვადების მენეჯერებთან. ბარათის აღება შესაძლებელია დისტანციურადაც, ახალი ვებ გვერდის საშუალებით: https://libertycredit.ge/ ან ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით ციფრული ბარათის სახით.

რა არის ტოპ|ქარდი: 

ტოპ|ქარდი არის გადანაწილების/განვადების ბარათი. ბარათზე დამტკიცებული ლიმიტი შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, გაანაღდო, გადარიცხო, გადაიხადო კომუნალური გადასახადები და დახარჯული თანხა დაფარო ნაწილ-ნაწილ.

ტოპ|ქარდი გაიცემა 18-დან 70 წლამდე ფიზიკურ პირზე, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი: ხელფასი, იჯარა, გზავნილი და ა.შ. ბარათის განაცხადის გაკეთება შეგიძლია ონლაინ, ჩვენს ვებ-გვერდზე, ლიბერთის ფილიალებში, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განვადების მენეჯერებთან.

ტოპ|ქარდის ლიმიტია 250 ლარიდან 15 000 ლარამდე. დამტკიცებული ლიმიტის ოდენობა დამოკიდებულია შენს შემოსავლებსა და საკრედიტო ისტორიაზე.

ტოპ|ქარდის აღება უფასოა, ამასთან ბარათს არ აქვს წლიური მომსახურების საკომისიო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×