რეზონანსი
03.06.2024

ენმ იმ პირების დაჩქარებულად დასანქირებას ითხოვს, ვინც გახშირებული თავდასხმების ორგანიზებაში არიან ჩართულები. საუბარია, მათ შორის, ენმ-ს ოფისზე თავდასხმაზეც.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ხელს პირდაპირ "ქართულ ოცნებას" ადებს და ამბობს, რომ ტერორის ორგანიზებაში სწორედ ხელისუფლებაა ჩართული. 

სახელმწიფო არ იძიებს არცერთ დანაშაულს იმიტომ, რომ თვითონ, მისი სტრუქტურები ანუ ფორმალური და არაფორმალური ზონდერ ჯგუფები ერთად არიან ჩართულები მსგავსი ტიპის თავდასხმების ორგანიზებაში. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა მოხდეს დაჩქრება ინდივიდუალური სანქცირების იმ პიროვნებების, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ ტერორის ორგანიზებაში და არც მალავენ ამას საჯაროდ. მათ შორის, ვიხილეთ „ოცნების“ კონკრეტული დეპუტატის პოსტი სამხარაძის, - ამბობს ფავლენიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×