რეზონანსი
03.06.2024

"ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს რუსული ძალადობრივი ტალღები დასრულდეს ამ ქვეყანაში, ეს არის ხელისუფლების ცვლილება, რისთვისაც უნდა ემზადებოდეს მთელი საზოგადოება" - ამ განცხადებას "ლელოს" გენერალური მდივანი აკეთებს.

ირაკლი კუპრაძე პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის მიერ დაანონსებულ რეპრესიებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილებით დასრულდება "ძალადობრივი ტალღები".

ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ შეასრულა რუსეთის, პუტინის დავალება, რითიც ძალაში მიიღო რუსული კანონი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი, რომელიც უნდა იყოს რუტინული, წინააღმდეგობრივი, პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად უნდა გაგრძელდეს რუტინული წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც დასრულდება 2024 წლის 26 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებით. ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს რუსული ძალადობრივი ტალღები დასრულდეს ამ ქვეყანაში, ეს არის ხელისუფლების ცვლილება, რისთვისაც უნდა ემზადებოდეს მთელი საზოგადოება,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, რეპრესიებით კახა კალაძეც ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×