რეზონანსი
03.06.2024

ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს.

დოკუმენტის ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 11:00 საათიდან მიდიან.

„ქართულ ქარტიას“ ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა: გია გაჩეჩილაძე - „მწვანეთა პარტია“; ეკა ბესელია - პარტია „სამართლიანობისთვის“; პაატა დავითაია - „ევროპელი დემოკრატები“; ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“; ელენე ხოშტარია - „დროა“; თაკო ჩარკვიანი; მამუკა ხაზარაძე - „ლელო“.

ხელმოწერების პროცესი გრძელდება.

„ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

რას ითვალისწინებს პრეზიდენტის შეთავაზება - "ქართული ქარტიის" სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×