რეზონანსი
03.06.2024

არანაირი ზარები არ ხორციელდება მმართველ გუნდთან და ამას არავინ აორგანიზებს, შეიძლება, მართლა გაბრაზებულმა ვიღაცას დაურეკოს, ხოლო აქეთ მხარეს რაც ხორციელდება, არის მასირებული, „ქოლცენტრებით“, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფილი რეკვა ათობით ათას ადამიანთან, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სახელმწიფო ძალადობს ფორმიანი და უფორმო ხალხითაც.

„ჩვეულებრივი ტერორის ატმოსფეროა. ამ დროს დემონსტრაციაზე შეიძლება, პოლიციელებმა გაგიტაცონ და გაგწიხლონ, სიკვდილამდე მიგიყვანონ და გაგძარცვონ, იმოროდიორონ, რაც მოხდა არაერთხელ. შეიძლება, სახლთან დაგხვდნენ ვიღაცები და გცემონ, ამას არავინ გამოიძიებს. სახელმწიფო შენზე ძალადობს ფორმიანი ხალხითაც და უფორმო ხალხითაც და შენ საკუთარი დაცვის არანაირი საშუალება არ გაქვს. ეგ არის რუსეთი, მანდ არ გვინდა, ვიყოთ“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, კითხვაზე, ქუჩებში ადამიანების დევნა და სტიგმატიზება არ არის რუსული სტანდარტი?, ჯაფარიძე პასუხობს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.

„ყველა უნდა შეეგუოს საჯაროდ თუ ცხოვრობ და საჯაროდ აზრებს გამოხატავ, ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც შენგან განსხვავებული აზრი ექნებათ, რომელიც გამწარებული იქნება და შეიძლება, რაღაცა დაგიძახოს. ამიტანია მილიონჯერ. მაგას როგორ ადარებთ იმას, რომ სახლთან მისაფრდება ხალხი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×