რეზონანსი
03.06.2024

რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს საფუძველი, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს გამოხატვის ფორმების ან დამოკიდებულებების რადიკალიზაციას, რა თქმა უნდა, ის თავისი არსით ყოველთვის სახიფათოა, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პრემიერის განცხადებას, რომელშიც ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მოუწოდა ლიბერალურ ფაშიზმს გაემიჯნოს.

„ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკიდურესობამდე მიყვანილი ნებისმიერი იდეოლოგია იწვევს საზოგადოებისთვის ისეთი ტიპის გადახრებს, რომლებიც საზოგადოებისთვისვე არის მავნებელი. ზუსტად ეს არის მიზეზი, რის გამოც სამართლის თეორიაში გაჩნდა თეორია იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავდაცვის რესურსი. სწორედ ეს გახლდათ ალბათ ამოსავალი თეზა, რომელზეც დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც თავად დემოკრატიას შეიძლება უთხრიდეს ფუნდამენტს, რა თქმა უნდა საჭიროებს გარკვეულ სამართლიან, სწორ, ლოგიკური, რაციონალურ კალაპოტში ჩაყენებას“, - მიიჩნევს მინისტრი.

გამჭვირვალობის შესახებ კანონი უკვე ძალაშია, ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×