რეზონანსი
03.06.2024

უკრაინას უფლება ექნება ნიდერლანდების მიერ გადაცემული ამერიკული გამანადგურებლები F-16 რუსეთის ტერიტორიაზე მიზნებზე დარტყმებისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ნიდერლანდები არ დაუწესებს უკრაინას ისეთ შეზღუდვებს, როგორც ბელგიამ. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ კიევი გააფრთხილა, რომ F-16-ების რუსეთის საჰაერო სივრცეში გამოჩენა დაუშვებელია.

„ჩვენ იმავე პრინციპს ვიყენებთ, როგორც შეიარაღების ნებისმიერი სხვა მიწოდების შემთხვევაში: როგორც კი თვითმფრინავებს უკრაინას გადავცემთ, ისინი მათ თავად იყენებენ. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დაცვას და თავდაცვის უფლების დაცვას, როგორც ეს გაეროს წესებით არის განპირობებული. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შეიარაღება გამოიყენოს იმ სამხედრო მიზნების მისაღწევად, რომლებიც მათი თავდაცვისთვის არის აუცილებელი“, - აცხადებს ოლონგრენი.

ნიდერლანდებმა უკრაინას 24 გამანადგურებელი უნდა გადასცეს. კიევისთვის F-16-ების გადაცემის პირობა ასევე დადეს დანიამ, ნორვეგიამ და ბელგიამ. პირველ თვითმფრინავებს უკრაინა უკვე ივნისსა ან ივლისში მიიღებს. სულ კი ქვეყანას 45 გამანადგურებელს გადასცემენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×