რეზონანსი
03.06.2024

ლიბერთი აგრძელებს საცალო მიმართულებით შეთავაზებებს და ამჯერად მომხმარებლებს მოთხოვნამდე ტიპის ანაბარზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. 

შემნახველი ,,მეტი“  არის მარტივი და ყველაზე მოქნილი ანაბარი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია განათავსოს თანხა მისთვის სასურველი ნებისმიერი ვადით და მართოს მოქნილად შემდეგი პირობებით:

მაღალი საპროცენტო სარგებელი- წლიური 9% / ეფექტური 9.79% ლარში განთავსებულ ანაბარზე;

თანხის შეტანა ან გამოტანა ნებისმიერ დროს;

სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად ხელუხლებელ ნაშთზე;

აღნიშნული ანაბარით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ლიბერთის არსებულ, ასევე ახალ მომხმარებელს, მათ შორის როგორც  საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.  

,,ლიბერთის მიზანია ადამიანებს მუდმივად შესთავაზოს მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები.

ბოლო რამოდენიმე წელია, განსაკუთრებით იზრდება და  მუდმივად ვითარდება დეპოზიტების ბაზარი, შესაბამისად უფრო მოქნილი ხდება ბანკების შეთავაზებები. დღეისათვის, ყველაზე დიდი მოთხოვნა ისეთი ტიპის ანაბარზეა, რომელზეც მომხმარებელს განთავსებული თანხის გამოყენება, მისთვის სასურველ დროს მარტივად შეუძლია და ამასთან, მაღალ სარგებელსაც მიიღებს. ასეთი ანაბარია შემნახველი „მეტი“, რომელიც სპეციალურად ჩვენიანებისთვის შევქმენით“, - ნათია გაფრინდაშვილი, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×