რეზონანსი
03.06.2024

"ევროოპტიმისტების" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ის ვიზების გაუქმების  შესახებ. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სანქციები მათაც დაეკისრებათ, ვინც ძალადობას აორგანიზებს და მასში მონაწილეობს. დეკანოიძის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ [ინფორმაცია] ასევე, ძალიან მალე მიუვა "ქართული ოცნებიდან" ყველა იმ ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე, ვისაც [საჭიროდ] ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი. ასევე უნდა ითქვას, რომ სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას", - თქვა დეკანოიძემ.

24 მაისს ამერიკის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა ძირფესვიანად გადაიხედება, ამოქმედდება სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა. იხილეთ:

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×