![](rubrics/rubs22/artc208091/a1720088392.jpg)
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის გადაყენებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას DW ინტერნეტ-გამომცემლობა „უკრაინსკაია პრავდა"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი შმიგალით დაიღალა. უკრაინის პრეზიდენტი მისგან კრეატიულ წინადადებებს ელოდება, თუმცა, ამაოდ. მიუხედავად იმისა, რომ შმიგალი ბოლო წლებში გაიზარდა, ის მაინც ბოლომდე ვერ შეიცვალა.
ერთ-ერთი წყარო გამოცემას უყვება, რომ ზელენსკი შმიგალის გათავისუფლების საკითხს უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ განიხილავს. შმიგალის შემცვლელად უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო, აგრეთვე „ნაფტოგაზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი ჩერნიშოვი სახელდებიან.
შმიგალი უკრაინის მთავრობას 2020 წლის 4 მარტიდან ხელმძღვანელობს. მან ამ პოსტზე ალექსეი გონჩარუკი შეცვალა.