რეზონანსი
15.06.2024

"საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით. P.S. ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე." - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი წერს და განმარტავს, რომ აშშ-ში ჩატარებული მისი სამუშაო ვიზიტი დასრულდა.

„დასრულდა სამუშაო ვიზიტი ნიუ იორკში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფაქტია, საქართველოს დელეგაცია გაეროს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე იყო ყურადღების ცენტრში.

მნიშვნელოვანია, რომ 191 ქვეყანას გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები როგორც ქართველი, ასევე აფხაზი და ოსი შშმ პირების მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა. ვიცი, გვისმენდნენ იქაც და აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვფიქრობთ მათზე და გვაწუხებს მათი ბედი. ასევე, გავაღრმავეთ თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკის საერთაშორისო აქტორებთან და დავსახეთ თანამშრომლობის კონკრეტული გზები.

საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით.

P.S. ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე“, - დაწერა დეპუტატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×