რეზონანსი
14.06.2024

ქართველი ჟურნალისტი იტალიაში და ქართულ-იტალიური მედიამაუწყებლის ERMES TV დამფუძნებელი ნინა მამუკაძე-სორდინი „ფეისბუკში" საკმაოდ აქტიურია. იგი გამომწერებს და იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს სასარგებლო ინფორმაციას მშობლიურ ენაზე უთარგმნის და ისე აწვდის. ნინა სხვადასხვა სფეროში დასაქმებულია და პარალელურად მისი ცხოვრების მთავარ პროფესიასაც აქტიურად მისდევს.

ნინამ „ფეისბუკზე" პოსტი გამოაქვეყნა სადაც; იტალიელ ბავშვზე, ნეაპოლელ ხვიჩა პეტროზოზე წერს, რომელიც სულ რაღაც 1 წლისაა და ქართველი ფეხბურთელის პატივსაცემად, დიდი სიყვარულის ნიშნად, ხვიჩა დაარქვეს.

„იტალიელი, ნეაპოლელი ხვიჩა პეტროზო სულ ახალი დაბადებული იყო, მის მშობლებთან ინტერვიუ რომ ჩავწერე. უკვე დაბაჯბაჯებს",- წერს ნინა მამუკაძე - სორდინი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×