ნატალია ჯვარიძე
14.06.2024

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად საპროტესტო მუხტი საგრძნობლად მინავლდა, ოპოზიციური ახალგაზრდული ჯგუფები მის გაღვივებას ცდილობენ. პოლიტიკური "მკვდარი სეზონის" დადგომამდე ალბათ ბილო ასეთი გამოვლინება იქნება 20 ივნისს პარლამენტთან დაანონსებული აქცია, რომლის ორგანიზატორი მოძრაობა „დაფიონია".

ამ აქციის მასშტაბებზე ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილის აზრით, ამ დღეს საპროტესტო მუხტი აიწვს და ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ძალის გამოყენებას მოერიდება. მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეებმა ჭკუა ისწავლეს და ძალადობას ვეღარ გაბედავენ.

„აქციების ორგანიზატორებმა ჭკუა ისწავლეს, რომ უკანონო ქმედებები და პოლიციასთან შეტაკებები არ შეიძლება და ნებისმიერ კანონდარღვევას პასუხი გაეცა და მომავალშიც ასე იქნება", - ამბობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ პროტესტი "საკმაოდ მასშტაბური იქნება. 2 კვირის განმავლობაში აქცია არ ჩატარებულა და ბევრ ადამიანს გამოსვლის სურვილი აქვს."

აქციის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს „რუსიფიკაციას" არ ეგუებიან და სწორედ ეს არის გამოსვლის მიზეზეზი.

„ვფიქრობთ, რომ ყოველ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას. 2019 წლის 20 ივნისს „ქართულმა ოცნებამ" პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა... (ისინი მოსვლის დღიდან ღალატობენ ქართულ ევროვნულ იდეებს)", - წერს ორგანიზაცია.

აბაშიძის თქმით, მასშტაბური აქცია დიდი ალბათობით არ იქნება, თუმცა თუ ასე მოხდა, ესეც არ არის დიდი პრობლემა, რადგან ევროპის არა ერთ ქვეყანაში ხშირია მსგავსი ფაქტები, თუმცა ამას მთავრობის გადაყენება არ მოჰყოლია.

„მე ვფიქრობ, რომ გასული თვეების აგრესიული პროტესტებიდან გამომდინარე, ამ აქციების ორგანიზატორებმა ჭკუა ისწავლეს, რომ უკანონო ქმედებები და პოლიციასთან შეტაკებები არ შეიძლება და ნებისმიერ კანონდარღვევას პასუხი გაეცა და მომავალშიც ასე იქნება. შესაბამისად, ამ საპროტესტო აქციების ფარგლებში ჩვენ ვნახეთ, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლებას სცდებოდა და იქ სპეცაღჭურვილობით პოლიცია უკვე აღარც ჩანდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ იქნება.

თუმცაღა აქ ჩნდება ძალიან დიდი შეკითხვა. ამ აქციაში გახარია და მისი მოკავშირეები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, რადგან ჩვენ ოპოზიციურ ველზე პოლიტიკურ ანომალიებს მიჩვეულები ვართ. როდესაც უპრინციპო, არათანმიმდევრული ცალკეული პოლიტიკოსები გუშინ ამბობდნენ ერთს, დღეს ამბობენ მეორე, მანამდე სალომე ზურაბიშვილს აგინებდნენ და ახლა კი თურმე აღარ არის ე.წ რუსი რეზიდენტი და ა.შ.

გახარია თავის დროზე რადიკალებში „თვალთახრიას" ნარატივით იყო ნახსენები, ახლა კი ეს რადიკალები მასთან ერთად არიან სხვადასხვა ფორმებში. ასე რომ, ოპოზიციურ ლიდერებს შორის დაბნეულობა ბუნებრია პროტესტის გამომხატველებზეც აისახება, რომლებიც სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერები არიან. რაც შეეხება კონკრეტულად 20 ივნისს, არ ველი მასშტაბურ აქციას და არც რაიმე სახის ძალადობას. თუ იქნება მასობრივი პროტესტი არც ეგაა პრობლემა. ასეთი სახის აქციები ევროპის არა ერთ ქვეყანაშია, თუმცა ამას ხელისუფლების ცვლილება არ მოჰყოლია, ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მმართველი გუნდი არჩევნებში აგებს. როგორც ახლა საფრანგეთში მოხდა, აი ეს არის დემოკრატია", - აცხადებს გია აბაშიძე „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ საპროტესტო მუხტი მაღალია და წესით ბევრი ხალხი უნდა იყოს. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ძალის გადამეტებისგან თავს შეიკავებს.

„20 ივნსს დაგეგმილ გამოსვლა საკმაოდ მასშტაბური იქნება. 2 კვირის განმავლობაში აქცია არ ჩატარებულა და ბევრ ადამიანს გამოსვლის სურვილი აქვს, რადგან ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ წინააღმდეგობა არ წყდება, რადგან „ოცნება" ცდილობს საზოგადოებას დაარწმუნოს, რომ კანონი მიღებულია და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა „კანონმა ჩაილურის წყალი დალია". ასე რომ, პროტესტი გრძელდება და არა მხოლოდ კანონის წინააღმდეგ, არამედ თვითონ რეჟიმის. 20 ივნისს რატომაც ჩაინიშნა გასაგებია, რადგან ამ დღეს „ოცნების" სახე ნათლად გამოჩნდა.

ამრიგად, მე მგონია, რომ საპროტესტო მუხტი მაღალია და წესით ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს. თუ ასე მოხდა, ხელისუფლება ძალის გამოყენებას ალბათ უფრო მოერიდება. აუცილებლად მასობრივი აქცია უნდა იყოს, რადგან საზოგადოებას უნდა შეახსენონ თუ რა მოხდა 20 ივნისს და რას წარმოადგენს „ქართული ოცნება".

მე მიმაჩნია, რომ ამ აქციაზე პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება სიტყვით უნდა გამოვიდნენ და ეს არჩევნებზე დიდ გავლენას მოახდენს. თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ მოგვწონს და არც „ოცნება", მაშინ ეს პროტესტატები არჩევნებზე ვერ წავლენ? თუ რა გამოდის? მაშინაც იყვნენ და იყო ბევრი ბრალდება, მათ შორის ნიკა მელიას მიმართ, რომ თითქოს ის ხალხს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა. არ ვიცი ახლა რამდენად იქნებია, თუმცა წესით უნდა იყვნენ",- ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×