რეზონანსი
19.05.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს გეგმავს.

მისივე თქმით, აღნიშნულ ვეტოს არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია თან არ ახლავს.

„ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება, რადგან არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და კანონპროექტი არ მოჰყოლია. ეს არის უბრალოდ მისი პოლიტიკური განცხადებები ვეტოს სახით. ამ კანონის მიზანი არის მარტივი რამ, კანონიერი ფული - აქ არანაირ დაფარულ, შავ ან ფულის გარეცხვაზე, საერთოდ საუბარი არ არის, ვერცერთი დასანქცირებული ფული საქართველოს საბანკო სისტემაში ვერ გამოივლის, ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში საუბარია - თანხა, რომელიც არის ოფშორებში, რომელიც არის კანონიერი მფლობელობების ქვეშ, თუ ვინმე საქართველოში შემოიტანს, შემოტანის მომენტში, გადასახადიდან თავისუფლდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე, ქადაგიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფული, რომელიც საქართველოში ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება, საჯარო უნდა გახდეს.

„ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ, საუბარი არის რეალურად იმაზე, რომ ფული, რომელიც საქართველოში ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება და რაც არის არამართლზომიერი და არაკონსტიტუციური, ეს საჯარო უნდა გახდეს, ასევე ხალხისათვის გასაგები, რათა ადამიანებმა შეაფასონ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრს ამაზე დათანხმება უჭირს. თუმცა რამდენჯერმე ითქვა, მათ შორის ევროკავშირის ელჩმაც თქვა, რომ „რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის წინააღმდეგი არა ვართო“, ეს საბოლოო ჯამში, გამოჩნდება არიან თუ არა გამჭვირვალობის წინააღმდეგი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×