რეზონანსი
24.06.2024

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროპელი დიპლომატები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ და, როგორც თავად ამბობენ, მსჯელობენ გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხო ზომებზე.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, დღეს ისინი სიღრმისეულად იმსჯელებენ იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეიძლება მიმართოს ევროკავშირმა, თუმცა სავარაუდოდ გადაწყვეტილებას დღეს არ მიიღებენ, ვინაიდან საქართველოში არსებული ვითარება ლიდერებმაც უნდა განიხილონ.

შესაძლო ზომებს შორის სახელდება ფინანსური დახმარების შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დროებით შეჩერება და სავიზო შეზღუდვები მთავრობის წარმომადგენლებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×