რეზონანსი
29.06.2024

„ჰამასის" წარმომადგენელი ოსამა ჰამდანი აცხადებს, რომ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკების მხრივ არანაირი პროგრესი არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.

როგორც ჰამდანი ამბობს, ისინი მზად არიან, დადებითად გაუმკლავდნენ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ წინადადებას, რომელიც დაასრულებს ამ ომს.

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს" შეთავაზება წარუდგინა. სამეტაპიანი გეგმის პირველი ეტაპი ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის დასახლებული პუნქტებს დატოვებას და პალესტინელი პატიმრებისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×