რეზონანსი
24.06.2024

დემოკრატიის მთავარი პრინციპი არის არის, რომ გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა და გადაწყვეტილების მიმღები არის უმრავლესობის წარმომადგენელი ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსა და ოპოზიციის განცხადებებზე საუბრისას.

მისი შეფასებით, ოპოზიციისთვის დემოკრატიის პრინციპები არის მიუღებელი.

„რა თქმა უნდა, ეს ასეა, ვინაიდან როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, უმრავლესობაზე და უმცირესობაზე კი არ იყო საუბარი, კონკრეტული ერთი ადამიანის ნება-სურვილზე ხდებოდა, მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებებიც კი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მიმდინარე კვირაში, პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ ვეტოს დაძლევს. ამჯერად საუბარია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×