რეზონანსი
03.07.2024

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, რომელიც წლების წინ საკმაოდ კარგი სპორტული მიმომხილველი იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე წერს:

"კარგია, როცა გოგოები ნაკრების ბიჭებზე "იქრაშებიან". ეს უკვე სრულიად უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ნაკრები კარგად თამაშობს.

სერიოზულად კი:

ნაკრებს წინ რთული პერიოდი ელის, რადგან დაცვის ხაზი გადაბერებულია და ჩანაცვლება სჭირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ფეხბურთის მიმართ აწი ინტერესი გაიზრდება, მალე ალბათ ბევრ პერსპექტიულ ბიჭს ვიხილავთ ტოპ ევროპულ ლიგებში. მაგრამ მათ (საზონოვის დარად) დრო და პრაქტიკა სჭირდებათ, რომ ნაკრების დონე გაქაჩონ.

მაგრამ პრინციპში რა პრობლემაა? გავუშვათ სანიოლი და ჩავაბაროთ ნაკრები "ფეისბუქელ" ჭკუის დამრიგებლებს. იმათმა ყველაზე უკეთ იციან", - დაწერა შარაშენიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×