რეზონანსი
03.08.2026

უკრაინის მიერ რუსეთის ქალაქ გელენჯიკზე მიტანილი იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - სამი ბავშვი. ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე ავრცელებს.

ალექსეი კუზნეცოვის თქმით, შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა, ცხრა დაშავებული, მათ შორის სამი ბავშვი, მძიმე მდგომარეობაშია.

მომხდარს გამოეხმაურა კრასნოდარის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი. მისი თქმით, თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.

ადგილზე საგანგებო და სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×