რეზონანსი
31.07.2026

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე. მისი თქმით, ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6%-ი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია.

„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, ფაქტობრივად, ყველა სექტორი მონაწილეობს ეკონომიკური ზრდის შედეგების მიღწევაში. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი წვლილით გამოირჩევა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტი და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორები. ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. როგორც მოგეხსენებათ, ექსპორტის 20%-ზე უფრო მაღალი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 6 თვის მაჩვენებლებით 62%-ზე მეტადაა გაზრდილი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული შედეგები იმ სწორი პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

„აქ შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად ის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე არის მიმართული, ასევე ის რეფორმები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×