რეზონანსი
03.08.2026

აშშ-სა და უკრაინას შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების შესახებ შეთანხმების დადება, სავარაუდოდ, ამ ზამთრამდე ვერ მოესწრება. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.

უიტაკერის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მა უკრაინას PAC-3 სერიის რაკეტების წარმოების უფლება მისცეს, რომლებიც ექსპორტის თვალსაზრისით მკაცრად კონტროლდება. თუმცა არსებობს ერთობლივი წარმოების შესაძლებლობა, რომელიც აშშ-ს შეუძლია უკრაინასთან ერთად გამოიყენოს.

„ჩვენ ვმუშაობთ ზოგიერთ ამ შეთანხმებაზე. იცით, ჯერჯერობით გამოსაცხადებელი არაფერია. წარმოების გრძელვადიან კონტრაქტებს ამ ზამთრამდე ვერ განახორციელებენ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თანამედროვე ამერიკული შეიარაღების წარმოების ტექნოლოგიების გადაცემას. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ და უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ჯერ არ შეთანხმებულან.

ტრამპის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები მიიღოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×