რეზონანსი
03.08.2026

საბერძნეთში, ათენის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება, - ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საბერძნეთის დედაქალაქის მახლობლად ტყის ხანძარს მეხანძრეები უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან.

ხანძრების შედეგად ათენიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა განადგურდა.

ტყის ხანძართან ბრძოლაში 400-ზე მეტი მეხანძრე და 21 თვითმფრინავია ჩართული.

შეგახსენებთ, კვირას, ათენიდან დაახლოებით 65 კილომეტრში, ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ვერტმფრენის დანიელი პილოტი და ბერძენი სახანძრო სამსახურის ოფიცერი დაიღუპა, ხოლო მეორე ვერტმფრენის ეკიპაჟი გადარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×