რეზონანსი
27.08.2026

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიშინოვში ჩავიდა, სადაც მოლდოვისა და რუმინეთის პრეზიდენტებს შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"პრეზიდენტი კიშინოვში ჩავიდა მაია სანდუს მოწვევით მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად," - განაცხადა ნიკიფოროვმა.

მისი თქმით, თავიდან ზელენსკი ორმხრივ შეხვედრას გამართავს მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან, შემდეგ კი მათ რუმინეთის პრეზიდენტი, ნიკუშორ დანი შეუერთდება. ამის შემდეგ ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ მედიისთვის

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×