
ხმაური იყო დღეს სასამართლოში, სადაც ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესს სავარაუდო მსხვერპლი 20 წლის გოგონაც ესწრებოდა.
"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზში გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 20 წლის გოგო დარბაიდან საკაცით გაიყვანეს.
გოგონა ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის ფლობელმა ის საცხოვრებელ სახლში გააუპატიურა.
საქმის მასალების თანახმად, ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მფლობელმა კორპორატიული ღონისძიების შემდეგ თანამშრომლებს საცხოვრებელ სახლებში დატოვება შესთავაზა - მას შემდეგ, რაც ყველა სახლებში მიიყვანა და მხოლოდ 20 წლის გოგო დარჩა მანქანაში, ის სახლში მოტყუებით აიყვანა, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა.
საგამოძიებო უწყებას მომხდარიდან რამენიმე საათში მიმართა სპორტსმენმა გოგონამ, რის შემდეგაც თურქეთის მოქალაქეს ხელბორკილები დაადეს. საქმეში დევს დაზარალებულის უმძიმესი ჩვენება - ახალგაზრდა ქალი დეტალურად უყვება გამომძებლებს მომხდარის შესახებ.
როგორც სავარაუდო მსხვერპლის ადვოკატი ამბობს, 9 თვის განმავლობაში ბრალდებულმა არაერთხელ შემოუთვალა 20 წლის გოგოს, რომ ნახევარ მილიონს გადაუხდიდა, თუ ის საპროცესო შეთანხმებას დათანხმდებოდა. გარდა ამისა, უფლებადამცველი ამბობს, რომ დაზარალებული არაერთხელ გამხდარა ფსიქოლოგიური ზეწოლის მხვერპლი ბრალდებულის მხრიდან.
"ბრალდება იყო სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე გენდერული ნიშნით შეუწყნარეობლობის მოტივით გაუპატიურების ჩადენა. პოლიციისადმი მიმართვა გოგონას მხრიდან მაშინვე მოხდა, რამდენიმე საათში. დაზარალებული იყო დასაქმებული, მოძალადე იყო მესაკუთრე ამ ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელი პირი იყო.
ამ ხნის განმავლობაში, დაცვის მხარის მხრიდან არაერთხელ იყო შემთხვევა, რომ დაზარალებულს აეღო თანხა.
დაცვის მხარემ ვერცერთი მოტივი ვერ დაასახელა, რატომ შეიძლება ხელმძღვანელისთვისდ აებრალებინა დაზარალებულს ასეთი რამ. მუდმივად ცდილობდა დაცვის მხარე, რომ დაზარალებუსლ ტანხა აეღო. ჰქონდა კომუნიკაცია მის მეგობრებთან. ნახევარი მილიონი შესთავაზეს მის მეგობარს, ოღოდნ დაზარალებული დაეთანხმებიათ საპროცესოზე". - ამბობს 20 წლის გოგოს ადვოკატი.