აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.
მახაშვილის თქმით, რასაც ბრიუსელის ჩინოვნიკები ჰპირდებოდნენ თუ ემუქრებოდნენ მოსახლეობას, რომ იპოვიდნენ შავ ხვრელებს, როგორ შემოეტანათ ფული ქართულ პოლიტიკაში, იმას ასრულებენ.
„ასევე შემაშფოთებელია ის, რომ ევროპის საბჭო, რომლის წევრიც არის თავად საქართველო, უპატივცემულოდ ეპყრობა საქართველოს მოსახლეობას", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის.