რეზონანსი
24.10.2026

თემურ ქეცბაია "დინამო თბილისის" შეხვედრას გიორგი ნემსაძის მაისურით გაუძღვა. კადრებს სოციალურ ქსელში FC Dinamo Tbilisi ავრცელებს.

„დინამოს“ გამარჯვების შემდეგ თემურ ქეცბაიამ გიორგი ნემსაძეზე ისაუბრა.

„სიმართლე რომ გითხრათ ეს 2-3 დღეა ძალიან ძნელი სიტუაციაა „დინამოში“ და არამარტო დინამოში, ქართულ ფეხბურთში და მთელ საქართველოში. წავიდა ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარდა, არამარტო ჩვენ, ვისაც მასთან ფეხბურთის თამაში მოგვიწია, არამედ იმ გულშემატკივრებს, მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ნემსა იყო ერთ-ერთი ძალიან დადებით და კარგი პიროვნება, ძალიან მოგვენატრება, ძალიან დაგვაკლდება", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ 11M.GE-სთან ინტერვიუში.

ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×