რეზონანსი
25.10.2026

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურ მდივნის ირაკლი კუპრაძის აზრით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სამი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესის ბედი უკვე გადაწყვეტილია.

„ეს დაადასტურა ე.წ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ პარტიების აკრძალვამდე დღეები დათვლილია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აწარმოებს, „არაქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის საფუძველზე. ის პლენუმი, რომელიც შემადგენლობისა და ნდობის თვალსაზრისითაც უკვე არის დაკოჭლებული“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×