
შსს-ს წინ მიმდინარე აქციაზე 13 წლის წინ გაუჩინარებული გური დადიანიძის მამა და მამიდაც მივიდნენ - გულუას ქუჩაზე ამ წუთებში უამრავი ადამიანია შეკრებილი.
გური დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი საქმეზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.
„12 წელში 12-ჯერ მოვკვდი“ - გური დადიანიძის დედა აქციას მართავს მას შემდეგ, რაც საქმე დუშეთის პოლიციამ თბილისის დიღმის მთავარ სამმართველოს გადასცა, ბიბილაშვილს აქვს იმედი, რომ მის შვილს მალე იპოვიან.
აქციაზე იმყოფება ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს.
გური დადიანიძის კომპიუტერი და ტელეფონი ექსპერტიზაზეა - აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.