
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ამერიკული კინოდაჯილდოება "ოქროს გლობუსის" გალა-ღონისძიებაზე ქართველი რეჟისორი, ლევან კოღუაშვილი დააჯილდოვეს.
„აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე" სპეციალური ჯილდო გადაეცა რეგიონის გამორჩეულ და წარმატებულ კინო-შემოქმედებს.
მათ შორის დასახელდა ქართველი რეჟისორი ნომინაციაში "ოქროს გლობუსს ნოვატორი".
ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო ჰოლივუდის ვარსკვლავი ედრიან ბროდი, რომელიც შარშან თავად გახდა ოქროს გლობუსის მფლობელი ნომინაციაში წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (ფილმისთვის "ბრუტალისტი"). ლევან კოღუაშვილს სწორედ ჰოლივუდის ვარსკვლავმა მიულოცა ეს გამარჯვება.
ნომინაცია "ნოვატორის" წარდგენისთვის უზბეკეთს ეწვია ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, რეპერი და აქტივისტი Common, რომელიც 2015 წლის ოქრს გლობუსის გამარჯვებულია ნომინაციაში "საუკეთესო სიმღერა", ფილმისთვის "სელმა".
ოქროს გლობუსის ჯილდო ლევან კოღუაშვილს მან გადასცა.