რეზონანსი
24.10.2026

„გახარიას“ დღემდე არ აქვს აღიარებული საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში სხედან, ხელფასსაც იღებენ, დაფინანსებასაც იღებენ პარტიულს, მაგრამ აქ არანაირი გამონაკლისი როგორც დემოკრატიის მტრობის მხრივ, არანაირ სხვა პირობებში ისინი არ არიან.

„კითხვა დაისვა, ზოგიერთი პარტია შემოვიდა პარლამენტშიო. შემოვიდა, განა სინამდვილეში აღიარეს. განცხადება მინდა მოგიყვანოთ ლევან გოგიჩაიშვილის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ერთი წლის თავზე, 2025 წლის ოქტომბერში გახარიას პარტია გააქტიურდა პარლამენტში. მან თქვა, რომ ის მანდატები, რა მანდატებსაც დღეს „ქართული ოცნება“ ფლობს, არის არჩევნების გაყალბების შედეგად მიღებული მანდატების რაოდენობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას.

ასე, რომ „გახარიას“ დღემდე არ აქვს აღიარებული საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია. იქ სხედან, ხელფასსაც იღებენ, დაფინანსებასაც იღებენ პარტიულს, მაგრამ აქ არანაირი გამონაკლისი როგორც დემოკრატიის მტრობის მხრივ, არანაირ სხვა პირობებში ისინი არ არიან“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×