
"ლგბტქ” თემების წინ წამოწევა ხშირად უკავშირდება გარე მხარდაჭერასა და ფინანსურ რესურსებს, (გავიხსენოთ რამოდენიმე დღის წინ ოპოზიციური ლიდერების შეკრება ბრიტანეთის საელჩოში) ხოლო საპროტესტო აქციები, რომლებიც ანტისახელისუფლებო ლოზუნგებით იმართება, (მაგალითად დღეს იმართება აქცია საქართველო ივანიშვილის გარეშე) რეალურად გარკვეული “ლგბტქ” აქტივისტური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, - წერს ექსპერტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად “გეი აღლუმია” რომელშიც საქართველოს ლგბტქ წარმომადგენლობა მონაწილეობს.
“მართალია ე.წ. პოლიტიკური პროცესის მონაწილეები და ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღევანდელი საპროტესტო გამოსვლის მთავარი მიზანი ქვეყნის პოლიტიკური კურსი, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და სამოქალაქო უფლებების დაცვაა, თუმცა სინამდვილეში ეს გახლავთ “ლგბტქ აღლუმი”!
- მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი” რომელშიც საქართველოს ლგბტქ წარმომადგენლობა მონაწილეობს! ყველა ის სექსუალური ორიენტაცია არეული ადამიანი რომელიც ფინანსდება გერმანული, ფრანგული და ბრიტანული ფონდებიდან დავალებულები არიან დღეს გარეთ გამოვიდნენ “ცისარტყელას დროშებით” ხელში!!! შესაბამისად ყველა ის ადამიანი რომელიც ნემსით თუ უნებლიედ გვარამიას დაანონსებულ აქციაში მიიღებს მონაწილეობას ძალაუნებულად ხდება “ლგბტქ პარადის” მონაწილე!” - წერს სადღობელაშვილი.