რეზონანსი
24.10.2026

სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

ისინი, სავარაუდოდ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მათივე თანატოლებზე ძალადობას გეგმავდნენ, რასთან დაკავშირებითაც, სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით კონტაქტობდნენ.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×