
მერვე დღეა, ალბანეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება.
დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დღესაც მოხდა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, პოლიციამ კი წყლის ჭავლი გამოიყენა.
მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვენ. პროტესტი მთავრობის სავარაუდო კორუფციით, სამუშაო ადგილების ნაკლებობითა და განათლების დაბალი ხარისხით გამოწვეულ უკმაყოფილებას უკავშირდება. საპროტესტო აქციები ალბანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება.
დაძაბულობამ განსაკუთრებით 17 ოქტომბერს იმატა, როდესაც ათასობით ადამიანი განათლების სამინისტროსთან შეიკრიბა და პოლიციას ქვები დაუშინა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
არეულობას წინ უძღოდა ზაფხულის განმავლობაში გამართული რამდენიმე თვიანი, ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. მოქალაქეები სანაპიროზე მდიდრული კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. პროექტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უჭერს მხარს.