რეზონანსი
24.10.2026

დიდების ჯილდო, რომელიც წელს პირველად პარიზის მიღმა გაბრწყინდება - ლონდონი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. 70 წლიანი ისტორია და დღე, როდესაც ფეხბურთის სამყარო შედეგებს აჯამებს. ვინ გახდება ოქროს ბურთის მფლობელი - კითხვას პასუხი 48 საათში გაეცემა. მთავარ ნომინაციაში სულ 30 ფეხბურთელია დასახელებული, მათ შორის არის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველი გულშემატკივრების მთავარი სურვილი, მთავარი პრიზის საქართველოში წამოღებაა. ინდივიდუალური გამოსვლა, გუნდური წარმატება და სამართლიანი თამაში - ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომლითაც სპორტულმა ჟურნალისტებმა იხელმძღვანელეს. ისტორიული წრე შეკრულია - ოქროს ბურთის ისტორია 1956 წელს დაიწყო, პირველი გამარჯვებული ინგლისელი სტენლი მეთიუსი გახდა. მთავარი ჯილდო კი ისევ ინგლისის მიწაზე დაბრუნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×