რეზონანსი
23.10.2026

თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი, ოპოზიციის წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც მათ სარჩელს უფრო და მეტად ასაბუთებენ.

„ისინი თვითონ სხდომაზე, პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო და მეტად ასაბუთებენ. მაგალითად, საარჩევნო კამპანიას საქართველოში კი არ აკეთებენ, არამედ უცხოეთში მიდიან. მაგალითად, 2024 წელს რაც გააკეთეს, უცხოეთში, უცხოური პატრონების წინაშე დებენ პირობას, რომ ერთად იბრძოლებენ. რომ ვერ შეასრულეს, ისევ 2025 წელს, არჩევნებიდან ერთ თვეში მოღალატეობრივ წერილს უგზავნიან, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერაფერი და შესაბამისად, თქვენ ხელისუფლება დაასანქცირეთ და საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად“, - განაცხადა გორდულაძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ უცხოელი პატრონებისგან მიღებული მორიგი დავალების აღიარება, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს და გეგმებს სხვა ქვეყნებში უწერენ. პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ოპოზიციას გადარჩენის ერთადერთ საშუალებად, სწორედ სააკაშვილთან გაერთიანება დაუსახელეს. „ლელოს“ წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ სხვადასხვა საკითხზე რჩევებს უცხოელებისგან იღებენ. „ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ლევან ბეჟაშვილი არ უარყოფს შეხვედრას, თუმცა ამბობს, რომ განხილული თემები მისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×