
„With Tamia თამიასთან“ წამყვანი, თამია ტატალაშვილი თავის გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს, რომ საქართველოში შესაძლებელია თვეში 2000 და მეტიც 20 000 დოლარის გამომუშავება.
"საქართველოში თუ იმუშავებ, არ დაგეზარება დილით ადგომა, არ დაგეზარება მუშაობა, 2000 დოლარსაც გააკეთებ და ბევრად მეტსაც, 20 000-საც გააკეთებ“ - თქვა თამია ტატალაშვილმა.
ამ ფრაზას ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით თამია ტატალაშვილმა კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა და კრიტიკოსებს უპასუხა.
„ჩემს წინა ვიდეოს მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და სამწუხაროდ საკმაოდ აგრესიული გამოხმაურება იმას, როდესაც ვიძახი, რომ თუ სამშობლოში ადამიანს უნდა ცხოვრება და ის ადამიანი სამშობლოში იმუშავებს ისე, როგორც მუშაობს საზღვარგარეთ, რომ მას ექნება შესაძლებლობა გამოიმუშაოს 2000 დოლარი და კიდევ უფრო მეტი. კომენტარების ნაწილში წერია, რომ „სად ცხოვრობს ეს გოგო, საქართველოზე ლაპარაკობსო?“ და კი, საქართველოზე ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა ყველას ის უნარ-ჩვევები არ აქვს, რომ გამოიმუშაოს 2000 დოლარზე მეტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ არის ის შესაძლებლობა, რომ ეს თანხები გამოიმუშაო. ხალხს ფული რომ არ ჰქონდეს, ყოველი მეორე მანქანა ასეთი ძვირადღირებული არ იქნებოდა და გადაადგილება ფიზიკურად წარმოუდგენელია უკვე, იმდენად ბევრი მანქანები მოძრაობს და მათ ვისაც ამ ეტაპზე გიჭირთ მაღალი ანაზღაურების გამომუშავება, გულწრფელად გისურვებთ, რომ შეძლოთ მაღალი შემოსავლის მიღება“, - თქვა თამია ტატალაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე