რეზონანსი
23.11.2026

„სად არიან ქალთა უფლებების დამცველები? სუროგაციაზე მეტი დამცირება ქალისა და მისი დათრგუნვა რა არის?“ — განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ქრისტიანები არამხოლოდ სუროგაციის ეთიკურ მხარეზე ზრუნავენ, არამედ, პირველ რიგში, დედასა და ბავშვზე.

„სუროგაციას ძალიან ცუდ შედეგებამდე მიჰყავს ადამიანი. პირველ რიგში, დედაზე და შემდეგ ბავშვზეც შეიძლება აისახოს რაღაც ფსიქოლოგიური ტრავმები. ზოგადად, ეს რაღაც ადამიანით ვაჭრობას ჰგავს გარკვეულწილად. ეთიკურად ეს სრულიად მიუღებელია. და ჩვენ, ქრისტიანები ვზრუნავთ არამარტო ამ ეთიკურ მხარეზე, არამედ, პირველ რიგში, თვითონ დედასა და ბავშვზე. განვითარებულ ქვეყნებში ასე არ ხდება, იმიტომ, რომ მათ იციან დედისა და ქალის [მნიშვნელობა]. სად არიან ქალთა დაცვის ორგანიზაციები? ყოველთვის მძაფრად ყვირიან ხოლმე ქალთა უფლებების დარღვევაზე და ამაზე მეტი დამცირება ქალისა და მისი დათრგუნვა რა არის?! ფულის გულისთვის ბავშვი მუცლით ატაროს, ეფეროს და ესიყვარულოს, შემდეგ კი საკუთარი ხელით სხვას გადასცეს და გაყიდოს? ამაზე დამამცირებელი ქალისთვის არაფერია“, — განაცხადა დეკანოზმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×