რეზონანსი
26.06.2024

21 წლის ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გან­მხილ­ველ­მა მო­სა­მარ­თლემ, გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბულ ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი გელა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი 100 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ად­ვო­კატს კი­თხვე­ბის კო­რექ­ტუ­ლად დას­მის­კენ მო­უ­წო­და, თუმ­ცა, მან მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას მა­მას, კობა ჯა­ვა­ხიშ­ვილს მო­სა­მარ­თლის გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად კი­თხვა მა­ინც და­უს­ვა, იცო­და, თუა არა, რომ მისი შვი­ლი და ცინ­დე­ლი­ა­ნი მკვლე­ლო­ბის ღა­მეს ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის შეხ­ვდნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვა, ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­აპ­რო­ტეს­ტა, ვი­ნა­ი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და პო­ზი­ცია, რომ მისი შვი­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ არ იცო­და.

მო­სა­მარ­თლემ ად­ვო­კატს თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ნიშ­ვნა მის­ცა, შემ­დეგ კი მო­სა­მარ­თლის მი­თი­თე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­ჯა­რი­მა. ად­ვო­კა­ტის კი­თხვას მოკ­ლუ­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მა­მის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა.

"მოწ­მემ შე­მა­გი­ნა, რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეთ",- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა, თა­ვის მხრივ მო­სა­მარ­თლემ მოწ­მე­საც თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ "კო­რექ­ტუ­ლი შე­კი­თხვა იღებს კო­რექ­ტულ პა­სუხს".

ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე, "რა­ტომ გა­გე­პა­რათ იმ ღა­მეს შვი­ლი, თუ ამ­ბობთ, რომ ის არას­დროს გა­ტყუ­ებ­დათ", კობა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა -"წადი და კი­თხე ჩემს შვილს", რა­საც ად­ვო­კატ­მა ასე უპა­სუ­ხა - "შენ უფრო ახ­ლოს ხარ და კი­თხე".

დაც­ვის მხა­რის კი­თხვე­ბამ­დე მოკ­ლუ­ლის მამა, ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­კი­თხა.

"ქე­თის თვა­ლი ჰქონ­და და­ლურ­ჯე­ბუ­ლი და ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, მოგ­ვა­ტყუა, რომ ფან­ჯა­რას მი­არ­ტყა. რო­გორც გა­ირ­კვა, ბრალ­დე­ბულ­მა გა­არ­ტყა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ქეთი გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი იყო. იმ დი­ლით ქეთი ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხობ­და, მაგ­რამ ზარი გა­დი­ო­და. 10 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, სახ­ლი­დან რომ გა­ვე­დი, მე­ზო­ბელ­მა და­მი­ძა­ხა, მკვდა­რი აგ­დი­აო, მაღ­ლი­დან და­ვი­ნა­ხეო, ბიჭი მე­გო­ნა, სას­წრა­ფოს და­უ­რე­კეთ-მეთ­ქი. ორ­მო­ში ზედა მხრი­დან და­ვი­ნა­ხე, დავ­ბრუნ­დი, ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ ცო­ცხა­ლია და რამე საშ­ვე­ლი იყოს-მეთ­ქი, გრძე­ლი თმე­ბი და­ვი­ნა­ხე, სა­ხით ძირს იყო, გად­მო­ვატ­რი­ა­ლე და ჩემი შვი­ლი იყო, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი. "ჯემპრი" ჰქონ­და აწე­უ­ლი, წე­ლის და ყე­ლის არე­ში ჰქონ­და დიდი ჭრი­ლო­ბა, სახე და ხე­ლე­ბი და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და....ეს გვე­ლი ყო­ფი­ლა და არა ნა­თე­სა­ვი, გულ­შიც ვერ გა­ვივ­ლებ­დი ამას",- გა­ნა­ცხა­და კობა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბა მის­ცა ასე­ვე მოკ­ლუ­ლის დე­დამ, ნინო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა. მან მისი შვი­ლის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ზე არ­სე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბა­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრალ­დე­ბულ­მა მი­ა­ყე­ნა.

"სიჩ­ქა­რე­ში და­ვარ­ტყი ფან­ჯრის სა­კეტ­სო, მი­თხრა და თვა­ლი ჰქონ­და გა­სი­ვე­ბუ­ლი. ქე­თის მე­გობ­რის­თვის უთ­ქვამს, მშობ­ლებს ვერ გა­ვუმ­ხი­ლე და ეს ტრავ­მა ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა მო­მა­ყე­ნა, დე­და­მი­სი რომ არ შეს­წრე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა მო­ვე­კა­ლიო",- გა­ნა­ცხა­და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ეს­პა­ნე­თი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ფსი­ქო­ლოგ­თან და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი. დე­დის თქმით, მას შვილ­მა უთხრა, რომ ისე­თი პი­როვ­ნე­ბა მოს­წონ­და, რო­მელ­ზეც ის უარს ეტყო­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მოკ­ლუ­ლის დე­დამ პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა სას­ჯე­ლის ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ ცინ­დე­ლი­ა­ნი უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×