რეზონანსი
11.05.2024

სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ბლოგერმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ „უკანონოდ მოიპოვეს და კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს".

მისი თქმით, „ეს ინფორმაცია კატასტროფაა".

„მე არ მომისმენია ბრიფინგი, მაგრამ ინფორმაცია, რაც მე მითხრეს, კატასტროფაა. ამ ადამიანზე ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი. მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ეს ადამიანი თუ ამას ჩადიოდა, გარდა იმისა, რომ ეს ავადმყოფობაა და საშინელებაა, ეს არის დასჯადი ქმედება. თუ მიჰყავდა სახლში ვიღაცები და თვითონ წერდა, კატასტროფაა. ამაზე პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×