რეზონანსი
05.06.2024

"ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობიდან დასავლური ინვესტიციების განდევნა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ გააკეთა.

ურუშაძის თქმით, რუსეთს საქართველოში სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურა სჭირდება, რომელიც დასავლური სანქციებისგან თავის არიდების სქემებში დაეხმარებათ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მხოლოდ ჩინური კომპანიების მონაწილეობა სინამდვილეში არის რუსული ინტერესების გატარება შავ ზღვაში, მათ სჭირდებათ საქართველოში სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურა რომელიც იქნება მაშველი რგოლი დასავლური სანქციებისგან თავის არიდების სქემებში. 

სამწუხაროდ  რუსეთი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს იყენებს სანქციებისგან თავის ასარიდებლად, ე.წ. პარალელური იმპორტის გამოყენებით ისინი სარგებლობენ სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნებით, რკინიგზით და საზღვაო ინფრასტრუქტურით საქართველოში. 

რუსეთი დღეს არის მოქცეული საერთაშორისო იზოლაციაში, ის ვერ აწარმოებს პირდაპირ სავაჭრო და ეკონომიკურ-ბიზნეს საქმიანობას დასავლეთთან, რომელიც არის ყველაზე მსხვილი  ბაზარი მსოფლიოში, ამიტომ მათ სჭირდებათ საქართველო გავლენები სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი რეგიონში. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე რაც იკვეთება ივანიშვილის და ქართული ოცნების პოლიტიკაში.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×