რეზონანსი
05.06.2024

მოქალაქე, რომელსაც ნინო წილოსანი "ადევნებაში" ადანაშაულებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. დავით კუპრავას თქმით, კითხვები ისეთივე აბსურდული იყო როგორც თავად ბრალდება:

„როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, როგორი აბსურდული და შეთითხნილი საქმეც იყო, ზუსტად ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა: სად ვიყავი? რატომ ვიყავი? ვიცნობდი თუ არა ნინო წილოსანს? აქამდე ჩავსაფრებივარ თუ არა ოდესმე? წინასწარი მქონდა თუ არა ეს დაგეგმილი და საერთოდ რატომ ვიმყოფებოდი იქ? მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ჩემს მეუღლესთან ვიყავი, კითხვები წამოვიდა შემდეგი სტილის, თუ რაში ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს, რატომ მივედი ამ ტერიტორიაზე და ა.შ." თქვა კუპრავამ "ფორმულას" ეთერში.

მისივე თქმით, გამოძიებას მკაფიოდ აუხსნა, რომ იმ ტერიტორიაზე უკვე 2 წელია ყოველდღიურად გადაადგილდება და მას შემდეგ რაც სახლში მიმავალმა დაინახა, როგორ აძლევდა ინტერვიუს "ოცნების" დეპუტატი პარტიულ ტელევიზიას, დაუსიგნალა და დაუძახა - მონა.

ამის შემდეგ წილოსანმა კუპრავას შინაგან საქმეთა სამინისტროში  უჩივლა და ამტკიცებს, რომ მის მიმართ ადგილი აქვს ადევნებას. გომელაურის სამინისტრომაც გამოძიება მყისიერად დაიწყო და "დაზარალებული" წილოსანიც მალევე გამოკითხა. შსს-დან გამოსულმა დეპუტატმა კი აღნიშნა, რომ "ეს იყო ადევნების კლასიკური შემთხვევა და იძულებულია საცხოვრებელი შეიცვალოს". წილოსანის შემდეგ, შსს-მ კუპრავა დაიბარა, თუმცა მან პოლიციაში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა გამოკითხვა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×