რეზონანსი
15.06.2024

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტის ლაშა რიჟამაძის თქმით, ლარის გაუფასურების გამო პროდუქტებზე ფასები გაიზრდება.

როგორც მან განაცხადა, მატება ყველა ტიპის პროდუქციას სავარაუდოდ 2-3-კვირიან პერიოდში შეეხება.

„არა მხოლოდ კომპანიები, არამედ მთელი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე, მათ შორის ადგილობრივი მწარმოებელიც ნედლეულის კუთხით, შესაბამისად გამორიცხულია, რომ ლარის კურსი ცვლილება არ აისახოს იმ ფასზე, რა ფასიც ხვდება მომხმარებელს თაროზე.

კომპანიები, როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ისე სადისტრიბუციო თუ რითეილერები ცდილობენ ეს ფასი ამ ეტაპისთვის მკვეთრად არ იყოს ასახული, რადგან ეს აისახება გაყიდვებზე.

რა ნიშნულს დაიჭერს დოლარი, ეს პროცესიც ბუნდოვანია, თუმცა ამ ნიშნულზეც რომ დარჩეს, გარკვეულწილად მაინც აისახება და ეს პროცესი დაიწყება 2-3 კვირის განმავლობაში. გარდა იმპორტიორისა, რითეილიც რომ ავიღოთ, ვალდებულებები გააჩნიათ დოლარში. ის იჯარები, რაც ასეულობით ობიექტს აქვს, დაკონტრაქტებულია დოლარში, მათი ვალდებულებები გაიზარდა. გაიზარდა იმ მიმწოდებლების ვალდებულებები, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს. გაიზარდა ადგილობრივი მწარმოებლების ვალდებულებები ნედლეულების კუთხით მომწოდებლების წინაშე. ფასების ზრდა შეეხება როგორც პირველადს, ისე ყველა ტიპის პროდუქტს", - განაცხადა რიჟამაძემ „საქმიანი დილის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×